„ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 406 302 ლარით განხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
✔ქალაქ ხობში სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ შენობის მშენებლობა
✔ხამისკურის, ახალი ხიბულის, პირველი მაისის, ძველი ხიბულის და საჯიჯაოს საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია
✔ ხელშეკრულებები გაფორმებულია და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება.
წყარო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია