ხამისკურში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


✔ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ✔პროექტის შესაბამისად იცვლება კარ-ფანჯრები და ელექტროგაყვანილობა, მოეწყობა პანდუსი. გარემონტდება ამბულატორიის ოთახები.
 ✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 31003 ლარს შეადგენს ✔სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა
 ✔ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო ✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.