ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 24 571 ლარია, შპს ,,ლუკა 2005” ახორციელებს. ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა. დღეის მდგომარეობით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 70 პროცენტი შესრულებულია ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სწავლას კეთილმოწყობილ ბაღში გააგრძელებენ.