✔ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის, ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის N2 და პირველი მაისის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
✔სკოლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო
✔ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული
✔პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 156322 ლარს შეადგენს
✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.