თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივმა ცენტრმა“ 1000 ლარის ღირებულების 86 ერთეული წიგნი შეიძინა.
წიგნადი ფონდის განახლება ეტაპობრივად ხორციელდება და ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ქართულ და უცხოურ ენებზე გამოცემული მრავალფეროვანი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურით.
2019 წელს, ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკის ფონდს 2000 ლარის ღირებულების
153 ერთეული წიგნი შეემატა.