ხობში ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართა (ვიდეო)


19 ივნისს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლერისიონისკონცერტი გაიმართა.
კულტურის სახლის სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული კულტურის ოქროს ფონდის რჩეული ნიმუშები - ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. ერისიონისუმაღლესმა საშემსრულებლო ოსტატობამ წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებელზე.
კონცერტის დასასრულს ფეხზე წამომდგარი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს ლეგენდარულ და ყველასთვის საყვარელ ანსამბლ „ერისიონს“
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონცერტი ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.