ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობა მინი ფეხბურთში


23 ივნისს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2009-2010 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ მატჩში ფოთის „კოლხეთის“ საფეხბურთო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა მარტვილელი თანატოლები, ანგარიშით 5-3 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებული გახდნენ. ფინალურ მატჩს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ნოდარ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.