ხობის მუნიციპალიტეტის მერია 18 ოჯახს სახურავის შესაკეთებელი სამშენებლო მასალებით ეხმარება. სამშენებლო მასალების შეძენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ბენეფიციარების ნაწილს მასალა უკვე გადასცა. მასალის გადაცემის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან სახურავის შეკეთებას, მერია სამშენებლო მასალებით ეხმარება.