ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა


თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში - ,,შენ გაგიმარჯოს, სამშობლოს ხვალინდელი დღის ღიმილო!“ გაიმართა.
ვიქტორინაში სკოლის მეექვსე კლასელი მოსწავლეებით დაკომპლექტებული სამი გუნდი - „პრაიდი“, „იაგუნდი“,  და „ალბატროსი“ მონაწილეობდა.  გუნდებმა 12-12 კითხვას უპასუხეს.
10 ქულით  ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული „ალბატროსი“ გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად წიგნები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.
ღონისძიება ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის და საერო სკოლა „არეას“ ორგანიზებით განხორციელდა.