ტრენინგი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,Networking for Efficincy and development (N4ED)- ,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომების დანერგვა მუნიციპალიტეტებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს, ხობის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელსაც სანდრო სორდია უძღვებოდა. ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები, თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულ თემებზე გაიმართა ღია დისკუსია.
ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.
ტრენინგი თემის ლიდერებისთვის, სამოქალაქო სექტორის და მერის წარმომადგენლებისთვის, 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.