ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა დაჩი ბერაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარიამ დაათვალიერეს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 504 ათას ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით:
✔ 7-კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი.
✔ მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
✔ საგზაო ნიშნები.
✔ სანიაღვრე არხები.
✔ მოსაცდელები. მაჟორიტარი და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები შავღელეს მოსახლეობასაც შეხვდნენ, მათ ადგილობრივებისგან მოისმინეს სოფელში არსებული პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების მექანიზმებზე.