„დაიწყო ვნების კვირა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს დღეები მადლის დღეებია. გვეძლევა შესაძლებლობა უფრო მეტად გამოვიჩინოთ ყურადღება ჩვენთვის ძვირფასი ხალხის მიმართ. ტრადიციულად ყოველი წლის აღდგომის წინა პერიოდში მყავს გამორჩეული 300-მდე ოჯახი, რომელთაც ჩემი თანადგომა სჭირდება და მელოდებიან. უკვე წლებია მათ განსაკუთრებულად ვეფერები და ტრადიციას წელსაც არ ვღალატობ. ჩემებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის
წარმომადგენლებთან ერთად დღეს სააღდგომო ნობათით დაიწყეს თქვენთან სტუმრობა და ყველასთან მივლენ. ჩემი მშობლიური კუთხის შვილებო, ჩემო ხობელებო, მადლობა იმ დალოცვისთვის და სიყვარულისთვის, რასაც ჩემდამი გამოხატავთ.
პატივისცემით, გოდერძი ბუკია