შავღელეში სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (ვიდეო + ფოტო )


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 79700 ლარს შეადგენს.
შავღელეს სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.
 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.