ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ
ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული
რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის
საფეხბურთო ტურნირის
ფინალური შეხვედრები გაიმართა.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ახალსოფლის გუნდი
გახდა, ხოლო მეორე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის
გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და საპრიზო
ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
საფეხბურთო ტურნირის ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა
და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.