ძველ ხიბულაში გზების რეაბილიტაცია იწყება (ვიდეო)

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს. მიმდინარე წელს საქანთარიოს უბანში 5,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. რეაბილიტირდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, ნაპირდამცავი გაბიონები და გარე განათება. ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე დაგეგმილია საქვარაიოს უბანში - 1.4 კმ-იანი, საღურწკაიო-საკონჯარიოს გზის - 3 კმ-იანი და საღურწკაიო-ჭაქვინჯის დამაკავშირებელი - 3 კმ-იანი, ხოლო ნარაზენი-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზაზე 1.1 კმ-იანი მონაკვეთების რეაბილიტაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ციბაძემ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, დეპარტამენტის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ძველ ხიბულაში გზების რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.