ხობის
მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო
ღირებულება 2 მილიონ 504 ათას ლარს შეადგენს.
გზის
რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, შესაბამისი სამსახურების
წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
7-კილომეტრზე
დაიგება ასფალტის საფარი
მოეწყობა
ეზოებში შესასვლელები
საგზაო
ნიშნები
სანიაღვრე
არხები
მოსაცდელები
გზა,
რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში
ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.