მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობაში 300 მეტრ დისტანციაზე ხობელმა ლუკა გულუამ პირველი ადგილი მოიპოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 19-20 აპრილს, ქ. თბილისში დ. იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობას მძლეოსნობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში) დიდებს შორის.



300 მეტრზე დისტანციაზე სირბილში პირველი ადგილი დაიკავა ხობელმა სპორტსმენმა  ლუკა გულუამ (მწვრთნელი ინდირა გრიგორიანცი)
გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ ბეჟან ქვილითაიამ და აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხოჭოლავამ.



აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში მიზნად ისახავს მძლეოსნობის განვითარებას და პოპულარიზაციას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში, მძლეოსნობის მასობრიობას, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.