ხობში ფესტივალი ,,თოფუზი 2019” გაიმართა


ხობის მოსწავლეთა სახლში „ანიმაციის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი 2019” გაიმართა. ხობელმა მოსწავლეებმა პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად ანიმაციური ფილმის შექმნაზე იმუშავეს, გაეცნენ ანიმაციის ტექნოლოგიებს და იმ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლის საშუალებითაც ხდება ფილმზე მუშაობა. 
პროექტის ფარგლებში შექმნილი ერთწუთიანი ფილმით ხობელი მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.
ფესტივალის მხარადამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა.