ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე
ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ეწვივნენ, ბენეფიციარებს
დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
„სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“
ფარგლებში საჩუქრები 135
ბენეფიციარს გადაეცა. პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სათნოების სახლის ბენეფიციარებს ასევე, „შავი
ზღვის ტერმინალის“ სააღდგომო საჩუქრები
გადაეცათ.