ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლებთან წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N16 განკარგულებით წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, მოქალაქეთა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები განისაზღვრა. სამუშაო შეხვედრაზე დაისახა სამოქმედო გეგმა და ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.