ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი შონია, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებულია.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა გამარჯვებულ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ, მასპინძელ ოჯახთან ერთად, ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ მოსწავლეს კონკურსში გამარჯვებას.