ხობში თანამედროვე სტანდარტების სასწავლებელი ფუნქციონირებს (video)


ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია პროფესიულ სასწავლებელ „ფაზისის“ ხობის განყოფილებას ეწვია, პედაგოგებს შეხვდა და სასწავლებელში არსებულ სასწავლო გარემოს გაეცნო.
აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებელში ორი გრძელვადიანი და ოთხი მოკლევადიანი პროგრამა ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა პროფესიას 70-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.
 სასწავლებელი სრულად არის კეთილმოწყობილი და აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
კოლეჯი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და  გახდნენ კონკრეტული დარგის პროფესიონალები.
პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.