ბიძინა ივანიშვილმა ხიბულას მოსახლეობას მიმართა: ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ქვეყნის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დაათვალიერა სახლი, სადაც ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
ძველ ხიბულაში „ქართული ოცნების" თავმჯდომარის სტუმრობისას ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ სახლში ფონდი „ქართუ", ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მუზეუმს გახსნის, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, აშენდება ეკლესია და მოეწყობა პარკი.
ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებს შეხდა და მათ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბუნებრივი აირითა და წყლით უზრუნველყოფას, ასევე ახალი საბავშვო ბაღის აშენებას დაჰპირდა. 
„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, უთხრა ივანიშვილმა მოსახლეობას.
https://www.youtube.com/watch?v=2rSLopRRhyM


,,მთელი ერის სირცხვილია რომ ზვიად გამსახურდია ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ თქვენ ხომ შეიფარეთ. გზაც დაიგება, წყალსაც გავიყვანთ და გაზსაც, ჩათვალეთ ეს არის ზვიადის საჩუქარი" - ბიძინა ივანიშვილი სოფელ ხიბულას ეწვია, მოინახულა ადგილი სადაც აღესრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.