ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, უახლოეს დღეებში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები იმ სახლში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, რეაბილიტაციისთვის თანხა ფონდმა „ქართუმ“ გამოყო.
„პროექტი გაკეთებულია თავისი ბიუჯეტით და ასე შემდეგ. ჩვენ ვთხოვეთ ფონდ „ქართუს“ და მან უკვე გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს. ამ ეტაპზე რეაბილიტირდება გარემო, ეზო და შენობა, ფაქტობრივად, მომზადდება შემდგომ მემორიალური მუზეუმისთვის.
ახლა მიმდინარეობს მუშაობა მუზეუმოგრაფიაზე, შიგნით რა იქნება. ვიცით, რომ უნდა აისახოს ეს ტრაგიკული ისტორია, რადგან სწორედ აქ გარდაიცვალა ზვიად გამსახურდია“, - გვითხრა ანთიძემ.
„პროექტი გაკეთებულია თავისი ბიუჯეტით და ასე შემდეგ. ჩვენ ვთხოვეთ ფონდ „ქართუს“ და მან უკვე გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს. ამ ეტაპზე რეაბილიტირდება გარემო, ეზო და შენობა, ფაქტობრივად, მომზადდება შემდგომ მემორიალური მუზეუმისთვის.
სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა. ამის შემდეგ ანთიძემ გვითხრა, რომ სახლი რეაბილიტირდებოდა და აქ მუზეუმი მოეწყობოდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული ნაწილის ამსახველი გახდებოდა.