ხეთაში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა


25 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გაიმართა. გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, თამუნა სიჭინავამ ადგილობრივ მოსახლეობასთან გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.
შეხვედრას, საჯარო სკოლის პედაგოგები და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.

#ხეთა
#გენდერულითანასწორობა
#ოჯახშიძალადობა