ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობში


   
ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად  გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამო  მოწამეობრივი ხვედრი ეროვნული გმირისა   გაიმართა. 
   ღონისძიებაზე გაიხსენეს და კიდევ ერთხელ აანალიზეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდთან - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასთან და მის თანამოაზრეებთან  დაკავშირებული მოვლენები.
     ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი  გოჩა ქაჯაია,  მერის მოადგილეეები ვარაზ გაბედავა და  მახარე ჩოკორაია  ესწრებოდნენ.
    ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში დაიწყო იმ სახლის რეაბილიტაცია, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარანაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა. დღეს  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, დაათვალიერა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და ისაუბრა წყლის, გზის  რეაბილიტაციასა და ეკლესიის მშენებლობაზე“ - განუცხადა დამსწრე საზოგადოებას მერმა.