საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ახალი ხიბულისა და გაღმა საჯიჯაოს მოსახლეობას შეხვდნენ. მაჟორიტარი ორივე სოფელში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო, მოისმინა მოსახლეობის მოსაზრებები და პრობლემები. შეხვედრაზე დეპუტატმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის პოტენციალზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და სახელმწიფო პროგრამებზე, ასევე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ადგილობრივების ინტერესიდან გამომდინარე ყველა დასმულ კითხვაზე ხელმძღვანელობის მხრიდან ამომწურავი პასუხები გაიცა.