20-21 მარტს, თბილისის ფრენბურთის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა მკლავჭიდში. ტურნირში 350-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭაბუკმა მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე). I ადგილი - საბა ლატარია (60 კგ. წონითი კატეგორია, მარჯვენა და მარცხენა მკლავი) I ადგილი - საბა დანელია (55 კგ. წონითი კატეგორია, მარჯვენა და მარცხენა მკლავი) I ადგილი - გოგა დანელია (55 კგ. წონითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი) I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (60 კგ. წონითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი) I ადგილი - ანრი ბუკია (55 კგ. წონითი კატეგორია, მარცხენა მკლავი) I ადგილი - გოჩა სიჭინავა (70 კგ. წონითი კატეგორია, მარცხენა მკლავი) II ადგილი - დიტო ბუკია (65 კგ. წონითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი) II ადგილი - ირაკლი ხომერიკი (65 კგ. წონითი კატეგორია, მარცხენა მკლავი) II ადგილი - გიგა კოდუა (65 კგ. წონითი კატეგორია, მარცხენა მკლავი) III ადგილი - საბა თირქია (80 კგ. წონითი კატეგორია, მარჯვენა მკლავი) ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ. ხობელი მკლავჭიდელები ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისათვის, რომელსაც მაისის ბოლოს საბერძნეთი უმასპინძლებს.