ხობის მუნიციპალიტეტში ბიისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულების
დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ახორციელებს.
გზის მშენებლობაზე 2.4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, დაიგება
ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე არხები და
ეზოებში შესასვლელები.









