ხობის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა

8 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით,  მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში (თორსა, დღვაბა, საბუკიო, ხამისკური, საკუკავო, საქირიო) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.  
შეკრებილი მოსახლეობის უმრავლესობამ  თორსაში - საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, დღვაბაში - წისქვილის მშენებლობის,  საბუკიოში - საბავშვო ბაღის კეთილმოწყობის, ხამისკურში - ბაღის რემონტის,  საკუკავოში - წყლის სისტემის სათაო ნაგებობის აღდგენის, საქირიოში -სასაფლაოს შემოღობვის შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი.
დასახლების საერთო კრებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლის და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარეგანათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინი ჰესები და ა.შ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყოფა.
მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებების გამართვა დღეს დაიწყო და 22 თებერვლამდე ყველა დასახლებაში ჩატარდება.
თორსა-ცენტრი

თორსა-ცენტრი

თორსა-ცენტრი

თორსა-ცენტრი

თორსა-ცენტრი

თორსა-ცენტრი

თორსა-ცენტრი

თორსა-ცენტრი

თორსა-ცენტრი