19
თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამით“
დასაფინანსებელი
პროექტების
შერჩევის
მიზნით, ზემო ქვალონში,
სახოჭოლავოში, ბულიშში, გიმოზგონჯილში, გვიმარონში, დურღენაში, ჭითაუშკურში, საალანიო-საფაჩულიოში
და საბაჟოში დასახლების
კრებები
გაიმართა. კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ
პროექტებს დაუჭირეს მხარი.
მუნიციპალიტეტის
სოფლებში გამართულ კრებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი
პირები უძღვებოდნენ.
სოფელ გიმოზგონჯილის მოსახლეობასთან გამართულ კონსულტაციას
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა
ესწრებოდნენ. მერმა ადგილობრივებს ქვემო ქვალონის სკოლის მშენებლობის შესახებ მიაწოდა
ინფორმაცია. გოჩა ქაჯაიას განცხადებით - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო სამშენებლო სამუშაოს
სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 158 ათასი ლარია.
დღეისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის 48 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება
და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის“
დაფინანსება
გაორმაგდა
და
ხობის
მუნიციპალიტეტისთვის
საქართველოს
რეგიონებში
განსახორციელებელი
პროექტების
ფონდიდან
784 ათასი
ლარი
გამოიყო.