მერიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა


მერიაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაგეგმილი დასახლებების საერთო კრებებისა და ამომრჩეველთან კონსულტაციის ორგანიზებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა დასახლების კრების და ამომრჩეველთან კონსულტაციის პროცედურული და საორგანიზაციო   საკითხები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყოფა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება.
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და სხვა.
 ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 8 თებერვალს დაიწყება.