ხობის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში ციას მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შლამისა და ნალექისგან არხის 5000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება და უხვი ნალექის შემთხვევაში, მიმდებარე სოფლების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაიტბორება.