„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ წარმომადგენლები ხობში


„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ წარმომადგენლებმა  პროექტის - “სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხების, მისი თანმდევი სამართლებრივი აქტებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის შესახებ.
 
შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე, ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.
 შეხვედრას  ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომლები ესწრებოდნენ.