15 თებერვალს ,„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში დასახლებისკრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
დასახლებებში გამართულ კრებებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობის უმრავლესობამ მეორე გურიფულსა და პირველ ხორგაში - გარე განათების სისტემის მოწყობის, ხოლო ყორათსა და გამოღმა შუა ხორგაში-ამბულატორიისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი.
დღეისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობისმუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყო.