13 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამით“
დასაფინანსებელი
პროექტების
შერჩევის
მიზნით, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
მოსახლეობის
უმრავლესობამ
ჯაპიშაქარში - გზის მოხრეშვის, სანიაღვრე არხის მოწყობის და მოსაცდელის
მშენებლობის; ზენში - გარე განათების სისტემის და მოსაცდელის მოწყობის;
ზუბში
- გარე განათების მოწყობის; გაღმა საჯიჯაოში - მინისტადიონის რეაბილიტაციის შესახებ
საპროექტო
წინადადებებს
დაუჭირა
მხარი.
სოფელ ზენში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ კონსულტაციას
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა. მერმა, ადგილობრივებს „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის“ დეტალები გააცნო და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა
ინფორმაცია.
დღეისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის 26 სოფელში ჩატარდა
დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით
„სოფლის
მხარდაჭერის
პროგრამის“
დაფინანსება
გაორმაგდა
და
ხობის
მუნიციპალიტეტისთვის
საქართველოს
რეგიონებში
განსახორციელებელი
პროექტების
ფონდიდან
784 ათასი
ლარი
გამოიყო.