ხობის მუნიციპალიტეტის
სოფელ ნოჯიხევში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის
მიზნით, მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების
შერჩევის პროცესს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან
დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ
სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის
მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ნოჯიხევში მოსახლეობის
უმეტესობამ ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციას და საბავშვო ბაღში სკვერის მოწყობას
დაუჭირა მხარი.
ხელისუფლების წარმომადგენლები
მოსახლეობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასევე გააცნეს
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები.
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყოფა.