მარნეულში გამართულ საქართველოს ჩემპიონატს ახალგაზრდებს შორის, გამარჯვებულები და პრიზიორები სამეგრელოს რეგიონიდანაც ჰყავს. ინფორმაციას კრივის ეროვნული ფედერაცია აქვეყნებს. ხობელი მოკრივე რევაზ ჩხეიძე, რომელიც 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, საქართველოს ჩემპიონი გახდა. გიორგი ახალაიამ (63 კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა.