ძველ ხიბულაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის (ნარაზენი - ძველი ხიბულის მონაკვეთი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნარაზენი - ძველი ხიბულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. მერი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ, მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 4 მილიონ 657 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიახორციელებს.

  • სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 9 კილომეტრია
  • მოეწყობა ტროტუარი და ეზოში შესასვლელები
  • აშენდება ავტოპავილიონები და ავტობუსის გასაჩერებლები
  • განთავსდება საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.
მიმდინარე წელს დაიწყება ზემო ქვალონის, შავღელეს, ახალი ხიბულის (გაშფერდი) და ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.