ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის რწმუნებულმა მარინე ლაგვილავამ განუცხადა, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გუშინ საღამოს გაჩნდა.


მისივე ინფორმაციით, განადგურებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 5 ტონაზე მეტი დაფნა და ავეჯის ნაწილი.


„სავარაუდოდ მეორე სართულზე სადენებს გაუჩნდა ცეცხლი. როგორც ჩანს, მეორე სართულზე დაფნას უცებ მოეკიდა და მისი ლოკალიზება ვერ მოხერხდა. როგორც ამბობენ, ნედლი დაფნა იყო 5 ტონამდე და ხმელი - 500 კილოგრამი. ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს დაეხმარება“, - აცხადებს მარინე ლაგვილავა.