ბიის საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


  
ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღის სახურავის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს,  რომლის  სახელშეკრულებო ღირებულება  76 734 ლარია, შპსაფოახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
 მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
   სამუშაოები იანვრის დასაწყისში დასრულდება და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება.