ძვირფასო ხობელებო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ
წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სიყვარულს და ჩვენი ქვეყნის
სიძლიერეს.
ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს!
თქვენ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ! მინდა იცოდეთ, რომ თქვენი წარმატებები ჩვენი
ქვეყნის წინსვლის საწინდარია!
განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო იმ ადამიანებს,
ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება. მომავალი წელი სამშობლოში მათი დაბრუნების წელი
ყოფილიყოს.
თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე,
ჩვენმა სამშობლომ ბევრ განსაცდელს და წინააღმდეგობას გაუძლო. რადგან ქართველი კაცი თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით მუდამ ახერხებდა
ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეების კეთებას.
მიმდინარე წელი, მართლაც რომ,
ნაყოფიერი აღმოჩნდა ხობის მუნიციპალიტეტისთვის. განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი
ინფრასტრუქტურული პროექტი - კეთილმოეწყო გზები, საბავშვო ბაღები, აშენდა წყლისა და
მელიორაციის სისტემები. ამის გარდა განხორციელდა ათობით პროექტი, რითაც ჩვენი მუნიციპალიტეტის
მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაძლებელი გახდა წამოგვეწყო
უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელთა მეშვეობითაც, ხობი მალე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით
უფრო განვითარებული და კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტი იქნება!
ყველას გისურვებთ სიმშვიდეს,
მიმტევებლობას და უკეთესი მომავლის რწმენას. მჯერა, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ
სწრაფვით და ურთიერთ სიყვარულით შევქმნით ჩვენი მუნიციპალიტეტის
უკეთეს ხვალინდელ დღეს.
ხობის
მუნიციპალიტეტის მერი