ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ


31 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ,  მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ქანთარიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 120-მა ბენეფიციარმა მიიღო.
 ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.