ახალი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი (ვიდეო)


ხობის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ წარსდგნენ.
დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ მიულოცეს.