29 დეკემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ცენტრის მოსწავლეები დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოური სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და ახალი წლის თემატიკაზე შექმნილი ლექსებით წარსდგნენ. ხოლო ფოიეში, შობა-ახალი წლის თემატიკაზე მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო.
სადღესასწაულო ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი“ ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.