25 დეკემბერს, ხობის კულტურის სახლში კლასიკური მუსიკის კონცერტი - „მღერიან ნორჩი კლასიკოსები“ გაიმართა. მაყურებლის წინაშე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებით წარსდგნენ.
ღონისძიებას პედაგოგები, მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საახალწლო-საშობაო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, მორიგი კონცერტი, 27 დეკემბერს, საჯიჯაოს კულტურის სახლში გაიმართება.