ხობის მუნიციპალიტეტის
პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტის შესაბამისად
2800 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტბეტონის საფარი, აშენდა ხიდბოგირები და მილ-ხიდები,
მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 307 ათას
ლარს შეადგენს.
კეთილმოწყობილი გზა
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ
დაათვალიერეს.