საგვიჩიოში გზის რეაბილიტაცია დასრულდა


ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული პროექტი ადგილობრივებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
 საგვიჩიოში 3770 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მილხიდები და რკინის ცხაური. გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 1 მილიონ 73 ათასი ლარი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მუშახელი.