27
ნოემბერს, გურიფულმა მარულაში ხობის მუნიციპალიტეტის პირველობას უმასპინძლა. ღონისძიება,
რომელიც მარულას ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად, ადგილობრივი
თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო,
საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.
პირველ,
მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
I ადგილი - გიორგი ბოკუჩავა (ქვემო
ქვალონი)
II ადგილი - თემურ უსანატოვი (ქ.
ხობი)
III ადგილი - გიორგი დანელია (გურიფული)
ღონისძიებას
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ
ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.