საწყის ეტაპზე კომპანია სიმინდის ზეთით ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. ISO სერტიფიკატის აღების შემდეგ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გავა. კომპანიას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი ექნება: სიმინდის ზეთი, კოპტონი და სიმინდის გულგამოცლილი მარცვალი. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაარსდა მეორე კომპნია - ,,კოლხური“, რომელიც ადგილობრივ ბაზარს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით მოამარაგებს. კომპანია ,,კოლხური“ მაქსიმალური ეფექტურობისთვის მინიმალური დანაკარგებით იმუშავებს და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი რამდენიმე დასახელების ცხოველური საკვები პროდუქტის წარმოებას გეგმავს. საწარმოებში ჯამში 120-ზე მეტი ადგილობრვი დასაქმდება. „მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად სიმინდის ზეთის წარმოება იწყება. მსოფლიოში სიმინდის ზეთის წარმოება ერთერთ პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტის მიმართ საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. სამეგრელოში დამზადებული სიმინდის ზეთი პირველად ქართულ დახლებზე გამოჩნდება. წარმოება რეგიონის შემოსავლების მატებას და დასაქმებას შეუწყობს ხელს. დასავლეთ საქართველოში ამ საწარმოს არსებობა გლეხებისა და ფერმერებისთვის სიმინდის საკულტივაციოდ დამატებითი სტიმული გახდება“, განაცხადა დავით საგანელიძემ. პროექტში ჩართულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ქართუ ბანკი და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.